გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა ევროპული საქართველო დატოვეს

0
381

ევროპული საქართველო ლიდერებთან ერთად პარტიის კიდევ სამმა წევრმა დატოვა. ესენი არიან, გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი და გოკა გაბაშვილი.

“ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა”,—  დაწერა ფეისბუქზე ლევან თარხნიშვილმა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

პარტიის კიდევ ერთი წევრი, გივი ,თარგამაძე წერს, რომ “მეგობრობა რჩება მეგობრობად” და პარტიას წარმატებებს უსურვებს, თუმცა გადაწყვეტილებები არ ესმის. ამავდროულად აღნიშნავს, რომ ბრძოლას ისიც აგრძელებს.

“ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკაში თანმიმდევრული ვიყო. ამიტომ, ის, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის ერთ პარტიაში, მიუღებელია და იქნება სხვაშიც. რაც მიუღებელია უფრო გვიან შეძენილი თანამებრძოლისგან, ის მიუღებელია 30 წლოვანი მეგობრისგანაც. 2016-ში მე უარი ვთქვი საარჩევნო სიაზე, რათა პარტიისთვის მიმეცა განახლების, ახალი ძალების მოკრების მეტი თავისუფლება. მსგავსი ნაბიჯის არ, თუ ვერ გადადგმა ჩემთვის გაუგებარია”, — აცხადებს თარგამაძე.

რაც შეეხება გიორგი გაბაშვილს, მისი თქმით,მოღვაწეობას უპარტიო სტატუსით გააგრძელებს. ის წარმატებას უსურვებს აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა პარტიის ორი ლიდერის,დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას წასვლა, რისი მიზეზიც პარტიის განახლების საკითხზე მათი შეუთანხმებლობა გახდა.

უგულავა ამბობს, რომ პოლიტიკურ კარიერას უპარტიოდ გააგრძელებს, ბაქრაძე კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და ევროპული საქართველოდან წასვლის შემდეგ პარტიულ პაუზას იღებს

წინა სტატია11-თვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩი ბრუნდება
შემდეგი სტატია4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური