11-თვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩი ბრუნდება

0
303

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, 11-თვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩს დააბრუნებენ. ზალკალიანის თქმით, გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ, რადგან უკრაინაში სიტუაცია დაძაბულია.

“ახლა იმის დრო არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო იძაბება სიტუაცია, რომ ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით”, — განუცხადა მან რუსთავი 2-ს.

ზალკალიანმა განაცხადა ისიც, რომ ყველანაირად ეცდებიან უკრაინასთან ურთიერთობა განვითარდეს ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს შეეფერებათ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაცია პირდაპირ კავშირშია, საქართველოში მიმდინარე ოკუპაციასთან.

“ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს. ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელწმიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. […]

პროცესები, რა თქმა უნდა, ძალიან გვაღელვებს, რადგანაც უსაფრთხოება უკრაინის გარეშემო შექმნილი სიტუაცია, ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ევროპულ უსაფრთხოებას”, — განაცხადა მან.

უკრაინიდან ელჩი 2020 წლის მაისში . კონსულტაციებისთვის გამოიძახეს. მიზეზი უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა გახდა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორს მმართველ თანამდებობაზე არ უნდა დაენიშნა პირი, რომელსაც საქართველოში სასჯელი აქვს მისჯილი.

საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გაწვევას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიშეცდომად აფასებდა:

“ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე კი უკრაინის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ის რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარედ დავნიშნე”.

წინა სტატიაფოთისა და ხობის მიტოპოლიტი მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ მიღებული სადამსჯელო გადაწყვეტილებების შესახებ
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა ევროპული საქართველო დატოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური