მთავარისიახლეებისაზოგადოებამღვდელმთავართა შეკრებაზე ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს

მღვდელმთავართა შეკრებაზე ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს

Published on

საქართველოს საპატრიარქო, გუშინ, 8 აპრილს, მღვდელმთავართა შეხვედრის შესახებ ინფორმაციას დღეს ავრცელებს და წერს, რომ მღვდელმთავრებმა იმსჯელეს ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე და მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს:

მღვდელმთავრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. მათი თქმით, შეხვედრა, ძირითადად, განხილვა-შეფასებითი ხასიათის იყო და მასზე ერთმანეთის მოსაზრებები შეაჯერეს.

პირველ რიგში, მღვდელმთავრებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს და მისი ყველა გადაწყვეტილება ლეგიტიმურად და აბსოლუტურად კანონიერ ქმედებად შეაფასეს.

ამასთან, მათ ასევე იმსჯელეს ჭყონდიდის ეპარქიაში გარკვეული სასულიერო პირების დესტრუქციული ქმედებების თაობაზე, მათი მხრიდან მმართველი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებების უგულებელყოფისა და დაუმორჩილებლობის შესახებ.

მღვდელმთავრებმა აღნიშნული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად შეაფასეს, როგორც უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკისა და ამბოხი ეკლესიისა და მისი ერთობის წინააღმდეგ.

მათ მოუწოდეს იმ სასულიერო პირებს, ვინც მეუფე სტეფანესგან მიიღო სხვადასხვა ეპიტიმია, დაემორჩილონ და შეასრულონ მღვდელმთავრის მითითებსა და გადაწყვეტილებებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ სააპელაციო წერილი აქვთ გაგზავნილი საპატრიარქოში. აღნიშნულ წერილს წმინდა სინოდი განიხილავს და სწორედ ამ აპელაციის შედეგს უნდა დაელოდონ სასულიერო პირები. მღვდელმთავართა თქმით, აპელაციის შედეგის დადგომამდე ისინი ვალდებული არიან, დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებებსა და კურთხევებს” ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, საპატრიარქო იმ აქციასაც ეხმაურება, რომელის მღვდელმთავრების შეკრების პარალელურად მიმდინარეობდა და აქციის ორგანიზებასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს:

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მღვდელმთავარათა შეკრების პარალელურად საპატრიარქოს შენობის მიმდებარედ პატრიარქისა და ეკლესიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს მათი მობილიზება ეკლესიამ მოახდინა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს საპატრიარქოს არ მოუწოდებია მოსახლეობისთვის რაიმე სახის მობილიზებისა და საპატრიარქოს გარშემო შეკრების შესახებ. ამ ადამიანებმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს, მოსულიყვნენ და მხარდაჭერა გამოეხატათ ეკლესიისადმი. თავის მხრივ კი, საქართველოს საპატრიარქომ მათ სთხოვა, მაქსიმალურად მშვიდობიანად წარემართათ თავიანთი შეკრება” აცხადებენ საპატრიარქოში.

სიახლეები

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...