ისევ სუნიანები და პეროიანები – დღევანდელი აქციის გზავნილია ქართულმა ოცნებამ “პოლიტიკური ნაგავი” (ანუ ხალხი) გაიტანოს- ამბობს გაჩეჩილაძე

0
468

“ევროპის მოედანზე” გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის “მდუმარე” აქცია მიმდინარეობს.

მათი უმრავლესობა, ამბობს, რომ აქციაზე მისვლით პატრიარქს უჭერენ მხარს. “პაძერშკა უნდა მივცეთ ჩვენს პატრიარქს…”

“აი დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ ეს ჩვენ ვართ საქართველო, სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა, ეს საქართველოა მრავალჟამიერის, ჩაკრულოსი, შენ ხარ ვენახის და ზუსტად ეს საქართველოა მარადიული”, – თქვა გია გაჩეჩილაძემ “მდუმარე” აქციაზე. 

აქციისთვის საჯარო მოხელეები,საკრებულოს, სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლები, ასევე “კაი ბიჭები” თბილისში სამარშრუტო ტაქსებით ჩამოიყვანეს.

“მოვედით იმიტომ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა “ქართული ოცნების” მიმართ, ოპოზიციის მიმართ სასტიკად ვარ განწყობილი მიმაჩნია, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ, “ქართული ოცნება” კი აკეთებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმეებს, შეიძლება ბევრი ნაკლიც აქვს, გავრილოვი და პოზნერი “ოცნებას” არ ჩამოუყვანია”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე შეკრებილები “მთავარი არხისა” და მისი ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე პოლიციის სიმცირეა.

,,ამათ [ოპოზიციას] ჰგონიათ და უნდათ, კი არ ჰგონიათ და გვიწვევენ, რომ რაღაცნაირად, რუსთაველზე მოხდეს ამ კარვების აყრა. იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ ნახა ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად, ერთი დღით არ აალაგეს ეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არაუშავს, რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე- ამბობს “უცნობი” მის მიერ მოწყობილ მდუმარე აქციაზე

წინა სტატია“1989 წლისთვის დამახასიათებელი იყო სიმამაცე, თავგანწირვა და თავისუფლებისთვის თავის მიძღვნა”. -კელი დეგნანი
შემდეგი სტატიარას იწვევს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური