გალელმა ახალგაზრდებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის კარანტინის მოხსნა მოითხოვეს

0
247

მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქციაზე გალელმა ახალგაზრდებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეებისთვის კარანტინის მოხსნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

“გალიდან ვართ. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა სულ გვქონდა, მაგრამ რაც 7 აპრილს მოხდა, ყოველგვარი წითელი ხაზი იყო. ვგულისხმობ კარანტინის შედეგად მიღებულ შედეგებს. შეცვალონ კარანტინის პირობები, ხუთდღიანი კარანტინის შეიცვალოს ერთი დღით და მოხდეს ამ ერთ დღეში ტესტირება”, — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. შავი გზებით გადმოსვლის მცდელობას 7 აპრილს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წინა სტატიამთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატიამღვდელმთავართა შეკრებაზე ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური