“ეს ტრაგედია ასახავს ტკივილს, რომელსაც იტანს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მანამდე მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდა” -ესტონელი ევროპარლამენტარი უსამძიმრებს ენგურში დაღუპულთა ოჯახის წევრებს

0
342

ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ენგურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. 

“მე ძალიან ვწუხვარ გალის რაიონის ოთხი მაცხოვრებლის გარდაცვალების გამო, რომლებიც დაიხრჩვნენ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობისას, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს”, – წერს მარინა კალიურანდი.

ის პოსტთან ერთად ავრცელებს განცხადებას სადაც აღნიშნულია, რომ “ეს უკანასკნელი ტრაგედია ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც იტანს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მანამდე მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდა”.

“რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. მან, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმების თანახმად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მარინა კალიურანდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

წინა სტატიაჩეჩნეთში არგუნის ყოფილი მერი, იბრაჰიმ თემირბაევი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატია4-11 მაისი უქმე დღეები იქნება – მთავრობამ დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია გასცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური