ენგურის გადაცურვისას დაღუპული ორი მოქალაქის ცხედარს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს გადაასვენებენ

0
453

ენგურის გადაცურვისას დაღუპული ორი მოქალაქის ცხედარს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს, დღის მეორე ნახევარში გადაასვენებენ. გარდაცვლილის ნათესავები მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებენ როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარესაც. მათი თქმით, რომ არა 5 დღიანი კარანტინი, მოქალაქეები იძულებულები არ იქნებოდნენ ე.წ. შემოვლითი გზით გადმოსულიყვნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
7 აპრილს მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად, სოციალური დახმარებისა და ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც შვილიშვილი შეეძინა, საჩუქრების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

წინა სტატია10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში 9 აპრილის მემორიალთან ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური