მთავარისიახლეებიმსოფლიოჩეჩნეთში არგუნის ყოფილი მერი, იბრაჰიმ თემირბაევი გარდაცვლილი იპოვეს

ჩეჩნეთში არგუნის ყოფილი მერი, იბრაჰიმ თემირბაევი გარდაცვლილი იპოვეს

Published on

ჩეჩნეთში არგუნის ყოფილი მერი, იბრაჰიმ თემირბაევი შატოი-გროზნოს მაგისტრალზე გარდაცვლილი იპოვეს. გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა მისი მანქანა იმ რაიონში”- ამბობს წყარო მედიასთან. 

ექსპერტიზის დასკვნით, თემირბაევი  მანქანით კლდიდან გადაიჩეხა და თავისა და წელის მძიმე ტრავმებით ადგილზეა გარდაცვლილი.

ჩეჩნეთის ოპოზიციური მედია ამბობს, რომ თემირბაევი, ერთადერთი მერი ჩეჩნეთში, რომელიც კადიროვის ჯგუფის წევრი არ იყო, მოკლეს და ავარია მკვლელობის დასაფარად მოაწყვეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ერთი კვირის წინ მოკლეს, სხვა ვერსიით, ერთი დღით ადრე.

ყოფილი მერის სიკვდილის გარემოებებს საეჭვოდ მიიჩნევენ გარდაცვლილის ახლობლებიც.

იბრაჰიმ თემირბაევი15-წლიანი მერობის შემდეგ,  2019 გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ოპოზიციური მდიის ცნობით,მისი გათავისუფლება უკავშირდება ჩეჩნეთის მმართველი ელიტის მასშტაბურ წმენდას, რა დროსაც მაღალი თანამდებობის პირები გაურკვეველი ბრალდებებით აღმოჩნდნენ საიდუმლო ციხეებში, სადაც მათ აწამებდნენ და ქონების დათმობას აიძულებდნენ

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...