10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

0
611

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

“ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება”, – წერს მთავრობის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს მდინარე ენგურში გალიდან წამოსული 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის ფეხით გავლით ცდილობდნენ, რათა ოკუპანტებისთვის თავი აერიდებინათ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით დაიწყო.

წინა სტატია9 აპრილი – თავისუფლების სიმბოლო
შემდეგი სტატიაენგურის გადაცურვისას დაღუპული ორი მოქალაქის ცხედარს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს გადაასვენებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური