მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ შამგონაში მოძრაობა "შეცვალემ" და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სოფელ შამგონაში მოძრაობა “შეცვალემ” და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს [Video]

Published on

მდინარე ენგურთან, სოფელ შამგონაში, სადაც 4 მოქალქის ცხედარი გამოირიყა, მოძრაობა “შეცვალემ” და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და წყალს სიმბოლურად წითელი მიხაკები გაატანეს.

“ვუსამძიმრებთ დატრიალებულ ტრაგედიას სრულიად საქართველოს,სწორედ 5 დღიანი კარანტინის თავის არიდებას შეეწირნენ ეს ადამიანები,რომლებიც ე.წ. ფონით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას. ეს არის სრულიად ერის ტრაგედია, მერამდენე მსხვერპლი გვაქვს რუსული ოკუპაციის”,-აცხდებს მოძრაობა “შეცვალეს” წევრი ოთო შენგელია. შეგახსენებთ, გუშინ, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია. ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად, სოციალური დახმარებისა და ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც შვილიშვილი შეეძინა, საჩუქრების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას დაღუპულ ოთხივე ცხედარს წუხელ გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ესპერტიზა ჩაუტარდა. ერთმათგანი უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს, ხოლო დანარჩენი სამი ზუგდიდში ნათესავის სახლშია დასვენებული.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...