მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურის ხიდზე რამდენიმე წუთის წინ გუშინ, შამგონაში, მდინარიდან გამორიყული თამაზ ბასლანძის ცხედარი...

ენგურის ხიდზე რამდენიმე წუთის წინ გუშინ, შამგონაში, მდინარიდან გამორიყული თამაზ ბასლანძის ცხედარი გადაასვენეს [Video]

Published on

ენგურის ხიდზე რამდენიმე წუთის წინ გუშინ, შამგონაში, მდინარიდან გამორიყული თამაზ ბასლანძის ცხედარი გადაასვენეს. ტრაგუკულად დაღუპული მამაკაცის ცხედარს ენგურს გაღმა ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ, რომლებიც ცხედრის გადასვენებას გუშინ საღამოდან ელოდებოდნენ.

შეგახსენებთ, გუშინ, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი  გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია. ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად, სოციალური დახმარებისა და ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც შვილიშვილი შეეძინა, საჩუქრების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას დაღუპულ ოთხივე ცხედარს წუხელ გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ესპერტიზა ჩაუტარდა. ერთი მათგანი  ოკუპირებულ აფხაზეთში წუხელ გადაასვენეს. კიდევ 2 გარდაცვლილი, ცოლ-ქმარი – მაყვალა გაბისონია და ჯონი გვალია ზუგდიდში რჩება, მათ სავარაუდოდ ოკუპირებულ აფხაზეთში ხვალ გადაასვენებენ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...