სალომე ზურაბიშვილი: ,,ენგურში მომხდარ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება”

0
422

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედრის პოვნის ფაქტს ეხმაურება.

,,მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს. 

საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს.

დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. ”- წერს სალომე ზურაბიშვილი

 არსებული ინფორმაციით, დღეს დილით დაიღუპა სამი მოქალაქე, რომელნიც ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

წინა სტატიაForbes: ,,ბიძინა ივანიშვილი 4,8 მილიარდ დოლარს ფლობს და მილიარდერთა სიაში 589-ე ადგილზეა”
შემდეგი სტატიაფონ კრამონი: საქართველო იმაზე შორსაა EU-ს წევრობისგან, ვიდრე წარმოგვიდგენია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური