მდინარე ენგურზე სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს – შსს

0
2588

შსს-ს ცნობით,მდინარე ენგურზე სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მდინარიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი. დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარემ სავარაუდოდ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრები პირები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. 

წინა სტატიაოკუპირებული გალიდან ზუგდიდში წამოსული 3 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, ერთს ეძებენ
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 687 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 327
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური