მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მაგათი საქციელი უკვე ზიზღსაც იწვევს'' - მეუფე იაკობი სამოქალაქო აქტივისტებზე. მილოცვაც...

,,მაგათი საქციელი უკვე ზიზღსაც იწვევს” – მეუფე იაკობი სამოქალაქო აქტივისტებზე. მილოცვაც ასეთი უნდა

Published on

ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას შეურაცხმყოფლად მოიხსენია სამოქალაქო აქტივისტები, რომელთაც რუსთაველის გამზირზე პროტესტის ნიშნად კარვები აქვთ გაშლილი.

“გუშიწინ უწმინდესთან მივდიოდი, გავიარე რუსთაველზე. შეიძლება თბილისი თბილისს აღარა ჰგავს, იმდენი კარავი რა არის, ხომ? რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი? სამწუხაროდ, ცუდი სუნი იდგა, იმიტომ, ეტყობა, იქვე ისაქმებენ რომ მიდიან. ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება”, — თქვა მან.

,,მინდა მოვუწოდო ადამიანებს, რომლებიც, არათუ ქრისტიანულად, იქცევიან ისე, რომ საზოგადოებაში, მრევლში მაგათი საქციელი უკვე ზიზღსაც იწვევს და არ მინდა არცერთი ქართველი, რწმენაში მყოფი თუ არ მყოფი, ისე იყოს, რომ ვიღაცას დასცინოდნენ, ცუდი უნდოდეს. როდესაც ერთი ადამიანი რაღაცას იწყებს, ის კიდევ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და შეიძლება მოინანიოს და გადარჩეს, მაგრამ, როცა აიყოლიებ ადამიანებს, თან თავად ხომ იცი რომ მატყუარა ხარ. იცის, განა არ იცის?! განა დავალებას არ ასრულებს?

მარხვაა და წყნარად ვართ. მინდა იცოდეთ, რატომ არის ეკლესია ასეო, რომ იძახიან, უწმინდესი არის ძალიან მოწყალე, ის ჰგავს მოწყალებით უფალს ჩვენსას – იესო ქრისტეს და არ გვაძლევს ხოლმე საშუალებას, მამაა ჩვენი და განსაკუთრებული ღვაწლი აქვს თითოეული ჩვენგანზე, მისი გამორჩეული ვართ და მისი შვილები ვართ, ასეთი რამ სხვა ეკლესიაში არ ხდება და ისტორიის განმავლობაშიც ძალიან იშვიათად იყო. როგორც ქრისტეს ჰყავდა გამორჩეული თავისი მოწაფეები, ისე ვყავართ გამორჩეული, აბსოლუტურად ყველა, ებრალება ადამიანი, არ ემეტება ცუდისთვის, რადგან უწმინდესმა იცის, რა ხდება ჯოჯოხეთში, რა ხდება სასუფეველში – ყველაფერი იცის და არავინ თავის მაგინებელი არ ემეტება.

მაგრამ, როდესაც ვუყურებთ, რომ მარტო კაცის მაგინებელი არ ხარ, დაფიქრდი, იქნებ ქვეყნის მოღალატე ხდები და ასე როგორ უნდა გამოაყენებინო თავი, ჩვენ არ ვიცით, ამის უკან ვინ დგას? მერე გამოვლენ, ჩემზეც იტყვიან, მაგას რა ალაპარაკებსო?

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...