“გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებებისთვის” – 17:00 საათზე აქცია დაიგეგმა

0
2454

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, დღეს, 7 აპრილს დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქცია დაიგეგმა.

მდინარე ენგურში ნაპოვნი ადამიანების ცხედრები ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სოფელ შამგონას ტერიტორიაზე, ენგურმა საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს, ერთი ადამიანის ცხედარი გამორიყა, მოგვიანებით, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად მხარეს კიდევ ორი ქალის.

სამაშველო ჯგუფებმა ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. მეოთხე ადამიანის ცხედრის პოვნაზე გავრცელებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ დასტურდება. ბოლო მონაცემებით, მას საოკუპაციო ხაზს მიღმა ისევ ეძებენ.

წინა სტატიაშამგონაში, მდინარიდან ამოყვანილი 3 ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს [Video]
შემდეგი სტატიაბათუმში სახლის ჩამოინგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი მძიმედ დაშავდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური