,,ერთი წუთითაც არ მოიხსნათ პირბადე! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა.” – მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
270

“ქართული ოცნების” დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს:

“მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი “კოვიდზე” დადებითია. ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია. მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა.

ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.

ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ”, – წერს მამუკა მდინარაძე.

აქვე დავძენთ, რომ დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა “ქართული ოცნების” კიდევ ორ დეპუტატს, ბექა დავითულიანსა და მაია მენაღარიშვილს. 

წინა სტატიაევროპარლამენტარების განცხადება არ არის სახუმარო საქმე და ყურად უნდა იღოს ყველა ლიდერმა – მარინა კალიურანდი
შემდეგი სტატია,,მაგათი საქციელი უკვე ზიზღსაც იწვევს” – მეუფე იაკობი სამოქალაქო აქტივისტებზე. მილოცვაც ასეთი უნდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური