დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში – იღუმენ გრიგოლ დარსალიას წირვა სალხინოს მონასტერში არ ჩაატარებინეს

0
390

ჭყონდიდში სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანეს მიერ დანიშნული იღუმენი მამა გრიგოლ დარსალია, სამღვდელოების უფლებაშეჩერებულმა მამაოებმა ტაძარში არც დღეს არ შეუშვეს. იღუმენმა გრიგოლ დარსალიამ ტერიტორია მედიასთან გაკეთებული მცირე კომენტარის შემდგომ დატოვა. “ჩვენ ვნახეთ,რომ მათ გუშინ ჩაატარეს ლოცვა,რომელიც ყოვლად მიუღებელია. ეს არის ურჩობა,როცა მღვდელმსახურს შეჩერებული აქვს მსახურება და ის მაინც ატარებს წირვას. ეს არ არის ქრისტიანული,მონაზვნური,ბერული ქმედება”,-განაცხადა მან. შეგახსენებთ, გუშინ სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი მამა დანიელი სხვა სასულიერო პირებთან ერთად მონასტერში იმყოფებოდა, როცა მამა გრიგოლმა დარსალიამ მას უთხრა, რომ დღეს წირვა სალხინოში უნდა ჩაეტარენინა. სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის და იღუმენ გრიგოლ დარსალიას წირვა სალხინოს მონასტერში არ ჩაატარებინეს.

წინა სტატიადღეს ეკლესია უმძიმესი შედეგების წინაშე დგას – მიტროპოლიტი გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
შემდეგი სტატიაოკუპირებული გალიდან ზუგდიდში წამოსული 3 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, ერთს ეძებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური