ბათუმში სახლის ჩამოინგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი მძიმედ დაშავდა

0
434

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა. სახლში ამ დროს ადამიანები იმყოფებოდნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჩამონგრეულ მშენებარე კერძო საცხოვრებელ სახლში, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ სახლში, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ მუშები.

არსებული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიულად დაიწყო მოქალაქეების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები – მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია, ხოლო ორი დაშავებული “, — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 30 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

წინა სტატია“გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებებისთვის” – 17:00 საათზე აქცია დაიგეგმა
შემდეგი სტატიაForbes: ,,ბიძინა ივანიშვილი 4,8 მილიარდ დოლარს ფლობს და მილიარდერთა სიაში 589-ე ადგილზეა”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური