მთავარისიახლეებიპოლიტიკავლადიმირ პუტინს ახალი კანონი კიდევ ორი ვადით კენჭისყრის საშუალებას აძლევს

ვლადიმირ პუტინს ახალი კანონი კიდევ ორი ვადით კენჭისყრის საშუალებას აძლევს

Published on

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას კიდევ ორი ვადით კენჭისყრის საშუალებას .აძლევს.

კანონი პრეზიდენტის პოსტის ორ ვადაზე მეტჯერ დაკავებას კრძალავს, თუმცა ამასთანავე კანონის ფარგლებში განულდება პრეზიდენტების წარსული ვადები. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინი და ასევე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სურვილის შემთხვევაში კიდევ ორი ვადით შეძლებენ კენჭისყრას.

ამასთან , პრეზიდენტი ვერ გახდება ადამიანი, რომელსაც როდესმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრების უფლება ჰქონდა.

საკანონმდებლო ცვლილებები ნაწილია იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისა, რომელსაც მხარი რუსეთის მოსახლეობამ რეფერენდუმით დაუჭირა. ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის თარიღმა რუსეთში პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიწია. საბოლოოდ კენჭისყრა 25 ივნისიდან პირველ ივლისამდე პერიოდში გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ცვლილებებს მხარი 77.9%-მა დაუჭირა.

ვლადიმირ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით 2020 წლის 15 იანვარს, ფედერალური მიმართვის დროს გამოვიდა. ინიციატივა თავდაპირველად არ მოიცავდა საპრეზიდენტო ვადების განულებას ვლადიმერ პუტინისთვის.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...