მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ეკლესია უმძიმესი შედეგების წინაშე დგას - მიტროპოლიტი გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ...

დღეს ეკლესია უმძიმესი შედეგების წინაშე დგას – მიტროპოლიტი გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

Published on

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი შეფასებით, ჭყონდიდში განვითარებული მოვლენები ეპარქიის შიდა საზღვრებს სცდება და იგი უფრო ღრმა და ფართომასშტაბიანია.

“ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, როგორც საერთოდ ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკების შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე, სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა არანაკლები სიმძიმეების მომტანია და არანაკლები საფრთხის შემცველი არის ეკლესიისთვის, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მცირერიცხოვანი ერი ვართ, შესაბამისად ეს ეკლესია არ არის მხოლოდ წმინდა რელიგიური შინაარსის ინსტიტუცია, თუ შეიძლება, ასე ვიხმაროთ ეს სიტყვა, არამედ ეკლესია არის ფუძემდებლური ინსტიტუტი ქართული სახელმწიფოებრიობისა, ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა. ამ ისტორიას ჩვენ ზურგს ვერ შევაქცევთ, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსხვავებით სხვადასხვა ეკლესიისგან, სხვადასხვა დიდი სახელმწიფოსგან, სადაც არა თუ ერთი, არამედ მრავალ მიმდინარეობად არის ეკლესიები დახლეჩილი და არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს, არ უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ გაჩნდეს პარალელურად მიმდინარეობები, სადაც ჩვენ დავინახავთ იერარქიას, რომელსაც, მერე, გინდა კანონიერი დაარქვი და გინდა, უკანონო!

ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენს სულიერ შვილებთან, ჩვენს ძმებსა და დებთან! მე ვფიქრობ, რომ დღეს ის პროცესი მიმდინარეობს, რასაც კანონიკურ სივრცეში სჭირდება დაბრუნება!

მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ვილოცოთ! ვილოცოთ, რომ ეკლესია დამშვიდდეს! ვილოცოთ, რომ ამ სიმშვიდემ ჩვენ მოგვიტანოს ერთობა და სულიერი ძალები შეგვმატოს  და არ დაგვაშოროს, არ დაგვათითოკაცოს… 

რამდენს გაუძლებს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ძნელი სათქმელია. ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მძიმე საფრთხის წინაშე დგას ის მონაპოვარი, რისთვისაც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვისაც იბრძოდნენ, სიცოცხლეს არ იშურებდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი საკითხი ეკლესიასთან მიმართებაში და არა მარტო ეკლესიასთან მიმართებაში, ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯილად განიხილება, რაც ამახინჯებს მოვლენების შინაარსს და ბუნებრივია დამახინჯებულად წარმოჩენილი შინაარსი არასწორად ანალიზისკენ უბიძგებს ადამიანს და შესაბამისად, არასწორი დასკვნები კეთდება, რომელიც ზიანის მომტანი უფროა, ვიდრე ამ რთული ვითარებიდან გამოსავალი…

ქრისტიანობა, ეს არის ჯვარცმულისადმი მიმდევრობა, მისი თაყვანისცემა, მაგრამ ქრისტიანობა გონიერებაც არის ასევე”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...