მთავარისიახლეებისაზოგადოებაორსანტიის სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

ორსანტიის სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ ორსანტიაში საჯარო სკოლის მოსწავლეს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას განმარტებით, სასწავლო დაწესებულებაში დილიდან ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. “დღეს 235 მოსწავლიდან საგაკვეთილო პროცესზე გამოცხადდა მცირე კონტიგენტი,ერთ მოსწავლეს სწრაფი ტესტის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა,ვფიქრობთ განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით სკოლა გადავა 10 დღით დისტანციურ სწავლებაზე”,-გვითხრა მან. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სალომე მორგოშიას ცნობით,ჩატარებული ტესტირების შედეგად ერთი მოსწავლის გარდა ყველა პასუხი ამ დროისთვის უარყოფითია. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელში მცხოვრები 400-მდე ადამიანი გაიტესტა,მათგან 21-ს კორონავირუსი დაუდასტურდა,ისინი ფოთის საწარმო “აჭარა ტექსტილის” კლასტერები არიან. მკაცრ იზოლაციაში რჩება 18 ოჯახი აბსანძეების უბანში. ადგილზე საპოლიციო ძალები მოსახლეობის გადაადგილებას აკონტროლებენ. ამავდროულად გრძელდება თერმოსკრინინგი და მასობრივი ტესტირება.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...