მთავარისიახლეებისაზოგადოებარომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო მესაზე განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული ბნელი პერიოდი...

რომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო მესაზე განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული ბნელი პერიოდი დასრულდება და ხალხი მალე დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას

Published on

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში კათოლიკურმა ეკლესიამ აღდგომა მრევლის გარეშე აღნიშნა.

ტაძარში მორწმუნეებისთვის განკუთვნილი ადგილები მთლიანად ცარიელი იყო. ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

წმინდა პეტრეს ტაძარში ღვთისმსახურება ჩვეულებრივთან შედარებით 2 საათით ადრე დაიწყო, რათა “კომენდანტის საათამდე” სასულიერო პირებს დროულად დაბრუნება შეძლებოდათ.

ღვთისმსახურების დროს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული ბნელი პერიოდი დასრულდება და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას მალე დაუბრუნდება. მან მორწმუნეებს მოუწოდა, იზრუნონ იმ ადამიანებზე, ვისაც დღეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...