მთავარისიახლეებიპოლიტიკაოთარ ფარცხალაძის ქონება დააყადაღეს - ივანიშვილი თავის გარემოცვას აღარ ენდობა

ოთარ ფარცხალაძის ქონება დააყადაღეს – ივანიშვილი თავის გარემოცვას აღარ ენდობა

Published on

“შაბათის მთავარის” ინფორმაციით, ყოფილი პროკურორის და ქართული ოცნების არაფორმალური მოლარის ქონება დააყადაღეს. ყადაღა ადევს ოთარ ფარცხალაძის ცნობილ, სარდაფებიან შავ სასახლესაც.  “მთავარმა” დოკუმენტები მოიპოვა.

კულუარებში დიდი ხანია საუბრობენ, რომ ივანიშვილი მის გარემოცვას აღარ ენდობა, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც ფული ებარა.

დიდი არეულობა კი ივანიშვილის კარზე განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ოლიგარქმა პრემიერმინისტრობა ირაკლი ღარიბაშვილს ჩააბარა. 

“კახური კლანის” გაძლიერების პარალელურად შესუსტდა მამაცაშვილ-ფარცხალაძის კლანის გავლენები.

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილის კლანის ერთ- ერთი წევრმა დავით ბალანჩივაძე, რომელიც ადრე ოქროს მომპოვებელი კომპანი “არემჯი გოლდის” დირექტორი იყო, “დასჯილია”, რადგან არჩევნების წინ, პარტიაში შესული შავი ფულის დიდი ნაწილი სადღაც გაქრა. 

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...