მთავარისიახლეებისაზოგადოებამიტროპოლიტი სტეფანე: დედა სოსანამ "კონცერტი მოაწყო, თითქოს წვიმაში იყო საწყალი ქალი"

მიტროპოლიტი სტეფანე: დედა სოსანამ “კონცერტი მოაწყო, თითქოს წვიმაში იყო საწყალი ქალი”

Published on

მონაზვნების დათხოვნის შემდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ქადაგებისას ამბობს, რომ დედა სოსანამ “კონცერტი მოაწყო, თითქოს წვიმაში იყო საწყალი ქალი”.

“მისი [მონაზონი სოსანას] საქციელი აბსოლუტურად გამოსულია საეკლესიო ფარგლებიდან, ის გადასულია პოლიტიკური პარტიის, ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართულებით.

კონცერტი მოაწყო, თითქოს არსად არ აქვს ადგილი, რომ თავი შეაფაროს და წვიმაშია საწყალი ქალი. არ გაჩერებულა ის წვიმის ქვეშ. ანუ, ეს შოუ დადგა, რომ ვითომ, საწყალი მონაზონი, რა დღეშია და არ უშვებენ ეკლესიაში. 

დააყენონ ენა. დიახ, მათთვის, ვინც ცუდად გებულობს სიტყვას “დააყენე”. თუ ენას არ დააყენებენ, ძალიან პრობლემური სიტუაცია ექმნებათ”. – ამბობს მიტროპოლიტი. 

1 აპრილს, შუაღამით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას და მორჩილ ნინოს მონასტერში შესვლის უფლება აღარ მისცა და ქალები ღია სივრცეში, თავშესაფრის გარეშე დატოვა.

მიტროპოლიტმა მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა და “სინანულისათვის  ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განაწესა”. 

მონაზონი სოსანა, მანამდე ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ “დებილ დედაკაცად” მოიხსენია და მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით: “დავაია რა, დააყენე ქალო”. მონაზონი სინოდზე მიტროპოლიტ პეტრეს მიერ პატრიარქისთვის წაყენებული საეკლესიო ბრალდების განხილვას ითხოვდა. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...