მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს 12 საათზე რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია იგეგმება - მობილიზებულია პოლიცია

დღეს 12 საათზე რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია იგეგმება – მობილიზებულია პოლიცია

Published on

დღეს, 4 აპრილს, 12 საათზე, სოფელ გუმათში აქციაა დაგეგმილი. რიონის ხეობის შესასვლელში, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობისთვის სამუშაოებია დაწყებული, მობილიზებულია პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი. ი რიონის ხეობის შესასვლელში პოლიციას წყლის ჭავლის მანქანაც ჰყავს მობილიზებული

, რიონის ხეობაში მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო გუშინ, 3 აპრილსაც. პოლიციას ბლოკირებული ჰქონდა ხეობის ის ნაწილი, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობა იგეგმება. იქ დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. მან მოსახლეობას, პროტესტის მიუხედავად, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა.

3 აპრილს, ღამით, პოლიციამ “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ თავს ხეობაში განთავსებულ კარვებს შეაფარებდნენ.

გვიან ღამითვე გავრცელდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომ სრულად იზიარებენ რიონის ხეობის მცველების პოზიციას და მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართავენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...