სუს-მა ფოთის საბაჟოს უფროსი დააკავა

0
150

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საბაჟოს უფროსი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ფოთში შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ავტომანქანა. სუს-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ, სამართალდამცავ უწყებას არ შეატყობინა და მანქანები დაადეკლარირა.

“[მან] ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგელებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას”, — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე აწარმოებს.

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here