ოპოზიცია 15 მაისის შტაბს ქმნის

0
312

ოპოზიცია 15 მაისის შტაბს ქმნის – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები გადაინაწილებენ რაიონებს, შეხვდებიან მოსახლეობასა და შეეცდებიან მათ დარწმუნებას, რომ ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს.

“რაც შეეხება15 მაისს, ჩვენ დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ შეიქმნება 15 მაისის შტაბი. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და ვიაროთ რეგიონებში, შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით და ჩვენ დიდი რაოდენობის ადამიანებს ვნახავთ თბილისის ქუჩებში”, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

მისივე თქმით, რეგიონებში გასვლა უახლოეს მომავალში დაიწყება. ცნობისთვის, ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს.

წინა სტატია“და რა უძლურია ახლა სიტყვები”- ჟურნალისტი ლაშა ბერულავა გურამ დოჩანაშვილს ემშვიდობება
შემდეგი სტატიასოფელ ორსანტიაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური