დაასრულე კომენდანტი! – საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

0
647

პროტესტის მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმებაა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები დემონსტრაციულად დაარღვევენ კომენდანტის საათს.

“მთელ მსოფლიოში კომენდანტის საათი არის დ რ ო ე ბ ი თ ი ღონისძიება, დროის მოსაგებად, ვირუსთან ბრძოლის მოსამზადებლად, ვაქცინაციის კამპანიის დასაგეგმად.

უკვე ერთი წელია შეზღუდული გვაქვს გადაადგილების უფლება 21:00-ის შემდეგ.

დაუსრულებელი კომენდანტის საათი აუარესებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

გადაადგილების შეზღუდვა ანგრევს ჩვენს ეკონომიკას.

თვითდასაქმებულ ადამიანებს შეგვიმცირდა ან სრულად წაგვერთვა თავის და ოჯახის რჩენის საშუალება.

კომენდანტის საათის გამო ხელოვნურად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასში მყოფი ადამიანები არიან დაავადების საფრთხის ქვეშ.

გვატყუებენ, რომ “ევროპაშიც ასეა”.

სინამდვილეში კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა ამ მთავრობის პოლიტიკური იარაღია.

პანდემიის კონტროლის ნაცვლად გვაკონტროლებენ ჩვენ”. – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

საქართველოში კომენდანტის საათი რამდენიმე თვეა,მოქმედებს. მათ შორის, 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გამოსვლა მოქალაქეებს 2020 წლის 28 ნოემბრიდან ეკრძალებათ.

წინა სტატიასოფელ ორსანტიაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ
შემდეგი სტატია2003 წლის შემდეგ საქართველო რეგიონში იმის დემონსტრირების ლიდერი იყო, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს, თუ ნამდვილად სურთ სისტემური რეფორმების გატარება – ჯორჯ კენტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური