2003 წლის შემდეგ საქართველო რეგიონში იმის დემონსტრირების ლიდერი იყო, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს, თუ ნამდვილად სურთ სისტემური რეფორმების გატარება – ჯორჯ კენტი

0
383

ჩვენ საქართველოს წარმატებაზე ვზრუნავთ. პირველ რიგში, გვწამს იმის, რომ ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს საკუთარი ბედი” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში

,, 2003  წლის შემდეგ საქართველო რეგიონში იმის დემონსტრირების ლიდერი იყო, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს, თუ მათ სისტემური რეფორმების გატარება ნამდვილად სურთ.

კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ საქართველო საერთო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ბევრი ქვეყანა შეერთებულ შტატებს სთხოვს დახმარებას და დაცვას, საქართველოს კი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ გვსურს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დღეს საქართველოს ნატოს ავღანეთის მისიაში სიდიდით მეოთხე წარმომადგენლობა აქვს.

საქართველომ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება შეძლო და სწორედ ამიტომ, ამის გამო შეერთებული შტატები საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს სამხრეთ კავკასიაში…

იმისთვის, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი. საქართველომ ლაპარაკთან ერთად საქმეც უნდა აკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე უნდა იქცეოდეს, თითქოს ის უკვე ევროკავშირის წევრია, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. არ უნდა არსებობდეს ზეწოლა სასამართლოზე, ბიზნესზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თუ ოპოზიციურ მედიაზე. ესაა ის ქმედებები, რომელზეც ევროკავშირი გეტყვით – წადით და მაშინ დაბრუნდით, როცა დასერიოზულდებით… 

საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს. იქნება ეს რეგიონალური გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის ომის შემდეგ, თუ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება კოვიდ კრიზისის შემდეგ. ეს ის დიდი საკითხებია, რომლებზეც საქართველოს ლიდერებმა კონცენტრაცია უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნებს მიაღწიოს. მისმა ლიდერებმა უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს და ქვეყანას წინ წაწევს იმის ნაცვლად, რომ კინკლაობაში ყველაფერი გაანადგურონ…

ჩვენი საჯარო და კერძო გზავნილები სხვადასხვანაირად არის კალიბრირებული. კერძო მესიჯები ხშირად გაცილებით მკაცრი და პირდაპირია. ვიტყოდი, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი საქართველოში, რომელიც იტყვის, რომ არ იცის, ჩვენ რას ვფიქრობთ, ბოლომდე გულახდილი არ იქნება. მათ ელჩი დეგნანისგან, პირდაპირ ჩემგან, სხვა ოფიციალური პირებისგან, პირდაპირ ესმით ჩვენი მოსაზრებები. ჩვენი მოლოდინები მკაფიოა, საქართველოს ლიდერებისგან მოველით სწორი ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ მოველით, რომ შეთანხმება შედგეს და მოლაპარაკებები ისე არ წარიმართოს, რომ მან შეთანხმების ნაცვლად უთანხმოებამდე მიგვიყვანოს. საქართველოს წინსვლისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მხარეებმა უნდა შეძლონ ამ პოლიტიკური უთანხმოების მომენტის გადალახვა და რეალურ საკითხებზე კონცენტრირება. იქნება ეს რეგიონული უსაფრთხოების ასპექტი, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება და ის, თუ როგორ შეიძლება საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ძალიან რთულ რეგიონში…

წინა სტატიადაასრულე კომენდანტი! – საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში
შემდეგი სტატია2021 წლის პირველ სამ თვეში ოკუპანტებმა საზღვრის კვეთისთვის გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური