მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მოსახლეობა სასწრაფო გამოსავალს იმსახურებს - ფონ კრამონი

საქართველოს მოსახლეობა სასწრაფო გამოსავალს იმსახურებს – ფონ კრამონი

Published on

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შექმნილ კრიზისს ეხმაურება, იმედგაცრუებას გამოხატავს და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა სასწრაფო გამოსავალს იმსახურებს. 

“ეს ევროპარლამენტარების წამყვანი დეპუტატების ნათელი განცხადებაა საქართველოს ამჟამინდელ კრიზისზე. ჩვენთვის ყველასთვის, საქართველოს მეგობრებისთვის ევროპარლამენტში ძალიან იმედგამაცრუებელია, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ ქაოსის დასრულება არ სურს. საქართველოს მოსახლეობა სასწრაფო გამოსავალს იმსახურებს”  – დაწერა ფონ კრამონმა ტვიტერზე. 

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს. 

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებელია ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება. 

სიახლეები

ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე...

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...