ქართველმა ახალგაზრდებმა ვლადიმერ პოზნერს პასუხი გასცეს – მიხეილ სააკაშვილი

0
337

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველმა ახალგაზრდებმა რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს პასუხი გასცეს.მან პარალელი გაავლო, რომ წლების წინ პირდაპირ ეთერში საბჭოთა კავშირის ყოფილ ხელმძღვანელს, მიხეილ გორბაჩოვს აგვიტოს ომთან დაკავშირებით განცხადებებს პასუხი გასცა.

“მე მაშინ შევძელი მხოლოდ გორბაჩოვისთვის გამეცა პასუხი პირდაპირ ეთერში და სულ სამარცხვინო და თავისმომჭრელი ვეძახე. სპეციალურად გამოიყვანეს მაშინ გორბაჩოვი და პოზნერი, როგორც ის რუსები, ვისაც ჯერ კიდევ დასავლეთში რაღაც ავტორიტეტი ჰქონდა, რათა ჰიბრიდულ ომში დაეჯერებინათ დასავლეთი, რომ საქართველოს ბრალი იყო ყველაფერი. ეს ხალხი გაჭირვების ტალკვესია პუტინის — ყველა ასეთ მომენტში. მაშინ მე გავეცი პასუხი გორბაჩოვს, გუშინ ქართულმა ახალგაზრდობამ გასცა პასუხი, უკვე პოზნერის მრავალი წლის შემდეგ”, — წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

წინა სტატიაბილდტი: საქართველო არ უნდა ელოდოს ევროკავშირთან ბიზნესურთიერთობის ჩვეული ფორმით აღდგენას
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი: ევროპარლამენტარების ამ გზავნილების სერიოზულად მიღებაა საჭირო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური