მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა მდინარაძე: ტყუილია თითქოს ევროკავშირის რაღაც სანქციებზეა საუბარი

მამუკა მდინარაძე: ტყუილია თითქოს ევროკავშირის რაღაც სანქციებზეა საუბარი

Published on

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სხდომა შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს

,, ამაზეც ვილაპარაკეთ, რეგიონებზეც და ამ ჭრილში გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის.

ეს ერთგვარად საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კია თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მაგრამ, სხვა საკითხებიც იქნება პრიორიტეტული, მათ შორის რეგიონალური გამოწვევებიც. ჩვენ თითქმის ყველა რეგიონში, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, გვექნება შეხვედრები, პარტიულ აქტივთან, პირველ რიგში.” – განაცხადა მდინარაძემ.

იგი შეეხო აგრეთვე ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციებს. მისი მტკიცებით, “გადაჭარბების გარეშე” შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მხრიდან “რაღაც სანქციებზე” საუბარი ტყუილია.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია მთელი დღის განმავლობაში და ჩვენი ოპონენტები წევენ თემას იმგვარად, რომ თითქოს რაღაც ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი. გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ტყუილი, როდესაც პირობითობას და ვიმეორებ, პირობით დათქმებს, რომელზეც ჩვენი ძალიან საპატივცემულო კოლეგები საუბრობენ, კოლეგები ევროპარლამენტიდან, ამას დაარქმევ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება”. – ათქვა მამუკა მდინარაძემ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...