კარლ ჰარცელი: ევროპარლამენტარების ამ გზავნილების სერიოზულად მიღებაა საჭირო

0
276

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეხმიანება ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას და ამბობს, რომ საქართველომ  ეს გზავნილები სერიოზულად უნდა მიიღოს.

“ევროპარლამენტის წევრების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ არ შემიძლია, ვისაუბრო ევროპარლამენტის ან ინდივიდუალური წევრების სახელით.

უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ცხადი გზავნილები გამოდის და საგულისხმოა, რომ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს. უნდა ითქვას, რომ საჭიროა ამ გზავნილების სერიოზულად მიღება” – ამბობს კარლ ჰარცელი

პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, 1-ლ აპრილს ეროპარლამენტარებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. 

წინა სტატიაქართველმა ახალგაზრდებმა ვლადიმერ პოზნერს პასუხი გასცეს – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია“ევროპარლამენტარების პოზიცია გაუგებარია, ოპოზიციის ტაშ-ფანდური კი – გულდასაწყვეტი” – გია ვოლსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური