,,ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი. ჩვენ ვართ თანაპასუხისმგებლები ჩვენს ცალკეულ ფრაქციებში საქართველოს პოლიტიკაზე” – ვიოლა ფონ კრამონი

0
312

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი  საუბრობს ევროპარლამენტარების ერთობლივ  განცხადებაზე საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით.

“მიუხედავად დახარჯული დროისა, მათ შორის ღამის საათებში, სიტუაცია წინ არ წასულა, ხელი არ მოწერილა და ჩვენ ვთქვით, კარგით, კმარა. ეს არ არიან ცალკეული ევროპარლამენტარები, ჩვენ ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, ჩვენ ვართ თანაპასუხისმგებლები ჩვენს ცალკეულ ფრაქციებში საქართველოს პოლიტიკაზე, ჩვენ ვფიქრობთ, ვდარდობთ საქართველოს მომავალზე, ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი, ეს არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეც, მათ შორის ქალბატონი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საქართველოსთან ურთიერთობაზე, არ არის მართალი, რომ ამას არ აქვს ამას მნიშვნელობა.”

კრამონი საუბრიბს განცხადების იმ ნაწილზე სადაც საუბარია ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე:”კომპრომისზე პოლიტიკური პარტიების უარის შემდეგ, ქართველი ლიდერები არ უნდა მოელოდნენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვეულებისამებრ გაგრძელდება. კერძოდ,  ევროპარლამენტი შედეგად მოითხოვს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარება შეჩერდეს და, ამავდროულად, გაიზარდოს პირობები” – ვკითხულობთ განცხადებაში.

წინა სტატიაასეთი ვიზიტით ისე გამოდის, თითქოს დიდი ქვეყნიდან პოლიციის დახმარებით კოლონიზატორები ჩამოვიდნენ – Дождь-ის მთავარი რედაქტორი
შემდეგი სტატია,,უხამსი ჟესტის გაკეთებისგან შეიძლება თავი უნდა შეეკავებინა”- ძველი ბიჭი ვოლსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური