ვლადიმერ პოზნერი ამტკიცებს, რომ თბილისში არავინ დაუჯარიმებიათ

0
474

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი ამტკიცებს, რომ თბილისში არავინ დაუჯარიმებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა  Ria ავრცელებს, რომელსაც პოზნერი ესაუბრა.

ჟურნალისტის თქმითვე ის უკვე მოსკოვში იმყოფება.

“ჩვენ შორის საერთოდ არავინ დაუჯარიმებიათ”, — უპასუხა ჟურნალისტმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  განცხადებით, თბილისში ვიზიტისას კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმეს. უწყების განმარტებითვე, საქართველოში ჩამოსული 41 ადამიანიდან წესი 9 პირს არ ჰქონდა დარღვეული.

პოზნერისა და მისი მეგობრების დაჯარიმების შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა.

წინა სტატიაფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი, იუსტიციის მინისტრად კი რატი ბრეგაძე დაინიშნა
შემდეგი სტატიასაქმიანობის უკანონოდ შეჩერებისთვის იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას 12 800 ლარი უნდა გადაუხადოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური