მეუფე პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები საპატრიარქოსთან მივიდნენ და პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ

0
319

საპატრიარქოს უკანა შესასვლელთან, სადაც მეუფე პეტრეს და მისი მხარდამჭერების აქცია იმართება, დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მეუფე პეტრესთან გამოლაპარაკება და მიახლოება სცადა.

მისი განცხადებით, მეუფე პეტრე პატრიარქის მაგინებელია და ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს, რასაც ადგილზე შეკრებილების მხრიდან საპასუხო რეაგირება მოჰყვა, აღნიშნულ მოქალაქეს საპატრიარქოს ტერიტორია ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა დაატოვებინეს.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები დღეს საპატრიარქოსთან მივიდნენ პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ.

საპატრიარქოსთან იმყოფება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძეც. 

“თუ პატრიარქი თავის თავს მამად მიიჩნევს, მე მივედი ე.წ. მამასთან და ვუთხარი, რომ ,თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არ არის სულიერება, არის უსამართლობა, სისტემური დანაშაული, თქვენ მფარველობთ ეკლესიაში უზნეობას, უსამართლობას, თქვენ გყავთ პირადი პატიმარი, ამიტომ ეს არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ამ ოჯახის სიმყრალისგან გათავისუფლება. ამის სანაცვლოდ, მამამ თავისი ჭკუით გამაგდო სახლიდან, რა თქმა უნდა, უკანონოდ. თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე ვარ უძღები შვილი, მზად ვარ, მოვიხადო ბოდიში და ვითხოვო შენდობა, მაგრამ, მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავადაა უძღები შვილი ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს, რომელიც ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს”. – ამბობს ცაავა.

წინა სტატიაძამას ხეობაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა
შემდეგი სტატიაადგურ არძინბა აფხაზეთში ეპატიჟება პოზნერს, რომ „ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა“ აჩვენოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური