კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს

0
270

კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. პოზნერი თბილისიდან მოსკოვში დაბრუნებას 3 აპრილს აპირებდა, თუმცა, გეგმები მწვავე პროტესტის გამო შეეცვალა.

მთელი დღის/ღამის განმავლობაში, აქტივისტები, საქართველოში იმ ადამიანის ჩამოსვლას, ვინც თქვა, რომ “აფხაზეთი საქართველო არაა და არც იქნება”, სხვადასხვა პერფორმანსით აპროტესტებდნენ.

მანამდე კი, რუსულ მედიასთან საუბრისას, საქართველოდან დროზე ადრე გამგზავრება არც თავად კრემლის იდეოლოგმა გამორიცხა. “არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება დაგეგმილზე
ადრეც” – უთხრა პოზნერმა თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსულ მედიას.

პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო “რუმსთან”, ისე “ვინოტელთან”, სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.

წინა სტატიააქტივისტები სასტუმრო “ვინოტელთან” ვლადიმერ პოზნერისა და მისი 50მდე მეგობრის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაძველი სანომრე ნიშნით გადაადგილებისთვის დღეიდან ჯარიმა იმოქმედებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური