ძველი სანომრე ნიშნით გადაადგილებისთვის დღეიდან ჯარიმა იმოქმედებს

0
370

პირველი აპრილიდან საქართველოში ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილების გამო დაჯარიმდებით. პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით გადაადგილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნებისმიერ მოქალაქეს პირველი აპრილის შემდეგ კვლავ შეუძლია, კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში სატრანსპორტო საშუალების მოყვანის და დათვალიერების გარეშე.

გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ, მობილური აპლიკაციის – SAGENCY საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი.

წინა სტატიაკრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს
შემდეგი სტატიარეგულაციების შემსუბუქება იმუნიზაციის დამთავრებაზეა დამოკიდებული – პაატა იმნაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური