ზუგდიდში მატარებელი ქალს დაეჯახა

0
530

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურზე მატარებელი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელსაც, თვითმხილველების თქმით, სხეულის უმძიმესი დაზიანებები აღენიშნება. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

“112-ის მიერ სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოუვანილ იქნა ასაკოვანი ქალბატონი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით, წვივის ზედა მესამედის დონეზე, ჰიპოვოლემიური შოკი. გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და სასიცოცხლო ჩვენებით გადადის საოპერაციო ბლოკში. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძომეა”- აცხადებს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია.

შსს-ს ცნობით, ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს – რაც, რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

წინა სტატიაერთადერთი, რის შედეგადაც ქართული ოცნება დათმობაზე წამოვა, არის საპროტესტო აქციები -ანზორ ბიწაძე
შემდეგი სტატიაწერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება – კლასტერული შემთხვევების ზრდის საგანგაშო ტენდენცია იკვეთება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური