წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება – კლასტერული შემთხვევების ზრდის საგანგაშო ტენდენცია იკვეთება

0
827

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება.

მისი თქმით, გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ზრდის საგანგაშო ტენდენცია – გვაქვს კლასტერული მცირე ეპიდაფეთქებები აჭარა ტექსტილში, კასპის რაიონში, ცაგერში და ჯგუფური შემთხვევები იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია ბოლო 2 კვირა შეიმჩნევა. ამიტომ ის მოსახლეობას რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს.

“კარგია, რომ ბოლო 2 დღეა სერიოზულად ინტენსივდება აცრის რაოდენობა ქვეყანაში. გუშინწინ იყო ეს 700-ზე მეტი, გუშინ 1 000-ზე მეტი აიცრა, მაგრამ სანამ ეს კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში, მანამ ერთადერთი დაცვის საშუალება არის პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრების თავის არიდება. არავის არ ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტაუცია მაგონებს, დაახლოებით, იმ ეპიდსიტუაციას, რაც ჩვენ გვქონდა სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში და თუ ჩვენ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული, შევიდეთ მესამე ტალღაში.აცხადებს გამყრელიძე

31 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 583 PCR ტესტით.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 761-ს. დღემდე ვირუსს ჯამში 3 778 პირი ემსხვერპლა.

წინა სტატიაზუგდიდში მატარებელი ქალს დაეჯახა
შემდეგი სტატიალიბერთი ბანკი ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორია [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური