კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა

0
709

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა.

მას გამგზავრებამდე მედიასთან დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

დანიელსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მოლაპრაკების მიმდინარეობისა და შედეგის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს, რა იქნება მომდევნო ნაბიჯი.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

წინა სტატიასაქართველოს ეროვნული გვარდიის აქტიური წევრი ზვიად ქობალია გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადანიელსონის დოკუმენტი, რომელსაც მხარეებმა ხელი არ მოაწერეს (სრული ვერსია)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური