ერთადერთი, რის შედეგადაც ქართული ოცნება დათმობაზე წამოვა, არის საპროტესტო აქციები -ანზორ ბიწაძე

0
356

,,არანაირი პოზიტიური მოლოდინები გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით არ მქონდა. უბრალოდ, პოლიტიკური კორექტულობიდან და კოლეგიალობიდან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენ თავს ვიკავებდით. ერთადერთი, რის შედეგადაც მმართველი გუნდი დათმობებზე წამოვა, საპროტესტო აქციებია – აცხადებს “ერთიანი საქართველიო-დემოკრატიულო მოძრაობის” წევრი, ანზორ ბიწაძე ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ.

მისივე შეფასებით, დანიელსონის შეთავაზება, “ქართული ოცნების” შეთავაზებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა:

“ფაქტია, რომ დანიელსონმა შემოგვთავაზა ისეთი დოკუმენტი, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა ოცნების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტისგან. ამით ვფიქრობ, ის კიდევ ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ქართულმა ოცნებამ. ოპოზიციის გეგმები რა უნდა იყოს, მე მგონი, ნათლად თავად ქართულმა ოცნებამაც დაგვანახა.
ერთადერთი რის შედეგადაც ქართული ოცნება წამოვა დათმობაზე, არის საპროტესტო აქციები და ჩვენ ეს საპროტესტო აქციები უკვე დაანონსებული გვაქვს.

გუშინ, 30 მარტს ევროპელი საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებს შორის 7 საათიანი მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არც ერთმა მხარემ არ მოაწერა. 

წინა სტატიავერშემდგარი შეთანხმება არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა – ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
შემდეგი სტატიაზუგდიდში მატარებელი ქალს დაეჯახა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური