მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა - რღვევა ოცნებაში

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა – რღვევა ოცნებაში

Published on

სახელისუფლებო გუნდი ყოველ დღიურად კარგავს წევრებს – ცოტა ხნის წინ თანამდებობა ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ დატოვა. გადადგომის შესახებ ფარულავამ სოციალურ ქსელში დაპოსტა:

“მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობასა და განვითარებას.

მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა. მადლობა თითოეულს ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.

მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა! მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გეგას და ვუსურვო წარმატებები!” – წერია პოსტში.

ამრიგად, გიგა ფარულავას არ დაუკონკრეტებია რა მიზეზით გადადგა.

მერის პირველი მოადგილის გადადგომასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერი მერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ გიგა ფარულავამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ისეთი კომპეტენტური და საიმედო კადრის წასვლა, როგორიც გიგა ფარულავაა დიდი დანაკლისია. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსურვებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფარულავა ამ თანამდებობაზე 2019 წლის ივლისში დაინიშნა

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...