მთავარისიახლეებიუკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა - დაკავებულია 1...

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

Published on

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდგომ სოციალური ქსელის საშუალებით სხვა პირს გაუგზავნა.” – წერია უწყების განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...