მთავარისიახლეებიპოლიტიკასტრატეგიული პარტნიორები იძულებულები ხდებიან ქვეყნის დახმარებაზე პირობების დაყენების შესახებ ისაუბრონ

სტრატეგიული პარტნიორები იძულებულები ხდებიან ქვეყნის დახმარებაზე პირობების დაყენების შესახებ ისაუბრონ

Published on

რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ შეტოპვას, სამწუხაროდ, მით მეტ ზიანს მოუტანენ ქვეყნას და დაიღუპავენ პოლიტიკურად თავს”. – ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია სენატორ ჯეიმს რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ინტერვიუს ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების საკითხებს ლობიერებდეს, სტრატეგიული პარტნიორები იძულებულები ხდებიან ქვეყნის დახმარებაზე პირობების დაყენების შესახებ ისაუბრონ. 

“როდესაც ისეთი დიდი ხნის მეგობრები და სტრატეგიული ხედვის მქონე ადამიანები, მორალურად და პრაგმატულად, საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდამჭერები, სენატორი რიში და სენატორი შაჰინი, ასეთ მკაფიო გზავნილებს აკეთებენ ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმის ნაცვლად, რომ გვყავდეს მთავრობა, რომელიც ლობირებს თავისუფალ ვაჭრობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომელიც ჩვენს კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას სერიოზულად დაეხმარებოდა, NATO-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯს, ან ორმხრივი უსაფრთხოების საკითხს, ან იმას, რაც ქვეყანას სჭირდება, ჩვენი მეგობრები იძულებულები ხდებიან განიხილონ საკითხი საქართველოსთვის დახმარებაზე პირობების დაყენებაზე, ეს არის კატასტროფული შედეგი ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და მის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ სენატორმა ჯეიმს რიშმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ  ინტერვიუში ისაუბრა. 

“პირველი  [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ”. – თქვა რიშმა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...