მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეთანხმება ვერ მიიღწევა, თუ 6 პუნქტიდან რომელიმეს უგულებელყოფა მოხდა - ამბობენ...

შეთანხმება ვერ მიიღწევა, თუ 6 პუნქტიდან რომელიმეს უგულებელყოფა მოხდა – ამბობენ ოპოზიციაში, სხვაგვარად ფიქრობს ალეკო ელისაშვილი

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში “ქართული ოცნების” წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები არ აჩენს მოლოდინს, რომ ისინი კომპრომისისთვის მზად არიან. 

“ყველა საკითხი, რომელიც არის მოცემული მიშელის გეგმაში არის მნიშვნელოვანი, როგორც პოლტპატიმრებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების თემა, ასევე, არჩევნების თემა და ყველა სხვა საკითხი. ამიტომ ჩვენ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, თუ მოხდა მიშელის გეგმაში დაფიქსირებული საკითხებიდან რომელიმე საკითხის უგულვებელყოფა შემოთავაზებულ დოკუმენტში”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ კრისტიან დანიელსონის მიერ შეხვედრაზე წარდგენილ დოკუმენტში არ იქნება საუბარი ბარიერის დაწევაზე, იფიქრებს, ხელი მოაწეროს თუ არა შეთანხმებას. 

არ მაქვს საფუძველი, რომ ან ოპტიმიზმით შევდიოდე [შეხვედრაზე] და არც იმის საფუძველი, რომ ვთქვა, რომ არაფერი გამოვა. უფრო სკეპტიკურად ვარ, მაგრამ რავიცი, განსხვავებული დღეა, იმითი, რომ მედიატორი პირველად დადებს საკუთარ წინადადებებს. ან დავთანხმდებით ან არა, გააჩნია რა იქნება… ან ასე იქნება, ან ისე…  ვნახოთ რა პუტქნები დაიდება. თუ იქ იქნება პოლიტპატიომრები, არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ბარიერის დაწევა… მგონია, რომ ამას ოპოზიცია ხელს მოაწერს. წითელი ხაზები რომ არ არსებობდეს, მოლაპარაკება არ იქნებოდა. მაგის გარეშე არაფერზე საუბარი არ იქნება. ხელახალ არჩევნებამდე მისვლა და პოლიტპატიმრების საკითხი… თუ ბარიერზე არ იქნება საუბარი, ვიფიქრებ ხელი მოვაწერო თუ არა, – ამბობს ჯაფარიძე.

შეხვედრაზე შესვლის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. მისი აზრით, დღევანდელ შეხვედრაზე გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

ვფიქრობ, რომ ამდენი ხნის კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობდა და ამ სიმძიმის ეპიცენტრის გადმოტანა ევროპიდან საქართველოში, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მიმანიშნებს, რომ გამოსავალი უნდა გამოინახოს, – თქვა ხაზარაძემ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შეთანხმების მიღწევაზე ოპოზიციაზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. ეს განცხადება მან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე შესვლამდე გააკეთა. 

იმედი მაქვს, იქნება ისეთი შემოთავაზება მედიატორების მხრიდან, რომელიც მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი გუნდისთვის. პრინციპულად მნიშვნელოვანია ხუთივე პუნქტი იყოს ამ დოკუმენტში, პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტული მექანიზმი უნდა დავინახოთ. უნდა დავინახოთ რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზაც.
ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენ რომ გვებაროს ეს, “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდს, დიდი ხნის წინ იქნებოდა გადაწყვეტილი ეს საკითხი, – ამბობს ვაშაძე. 

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იწილო-ბიწილოსა და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა. მისი თქმით, ორივე მხარემ უნდა დათმოს რაღაც. 

“ეს კრიზისი უკვე რაღაცა იწილო-ბიწილოს, ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები რაღაც თავისას არ თმობენ. ამასობაში კიდევ უფრო გაღარიბდა, გაღატაკდა ეს ქვეყანა და ვინმეს თუ უნდა რეალურად ქვეყანაზე და ხალხზე ვიფიქროთ, დღეს არის ის შესაძლებლობა და ის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვას არავინ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს. აი დღეს გამოჩნდება ვის უყვარს ქვეყანა და ვის არ უყვარს ქვეყანა”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

ის პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს და აცხადებს, რომ უხერხულია ქვეყნის, ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების წინაშე.

“ვინც არ მოაწერს შეთანხმებას იმას ესე იგი სძულს ეს ქვეყანა” – თქვა მან. 

“კიდევ ერთხელ გეუბებით – ოპოზიციური პარტიების მიდგომა მკაფიოა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკო მინაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ისაუბრა, სადაც ცოტა ხანში ორმხრივი შეხვედრა უნდა დაიწყოს.

მინაშვილმა სენატორი შაჰინისა და სენატორი რიშის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა, მისი თქმით, ბუნებრივია, რომ დასავლელი მეგობრები მკაფიოდ აფიქსირებენ თავის პოზიციას, იმის შესახებ, რომ ქვეყანაში შემქნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

ჩვენი ყველა პარტნიორის პოზიციაა, რომ პოლიტიკური დევნილებისა და პატიმრების არსებობა ქმნის შეფერხებას, იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს მოლაპარაკება და დიალოგი. ბუნებრივიცაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრები მკაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას, მთავარი პასუხისმგებელი იმ ვითარებაზე რაც ქვეყანაშია მმართველი გუნდია, – თქვა აკო მინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტიების ლიდერები ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იკრიბებიან. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ერთად 4 საატზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 5 საათისთვის გადაიდი და ახლაც არ არის დაწყებული, ვარაუდობენ, რომ დაგვიანების მიზეზია ის, რომ ქართულ ოცნებას კონსულტაციები დასჭირდა

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...