საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

0
264

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების  673  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 298 პირი. ჩატარდა 30 751  ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.69 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.60 %.

ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 57, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.

30 მარტის დილის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 281 145 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან  გამოჯანმრთელდა 272 899 პაციენტი. გარდაიცვალა 3 773  ადამიანი. 

წინა სტატია“დავაი რა, ვაფშე, ქალო, დააყენე ის შენი რაღაცა…” – მეუფე სტეფანეს მიმართვა იღუმენია სოსანას
შემდეგი სტატიავაქცინაციის პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთვება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური