ბოგველის ინიციატივას ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით ენმ – ში ხელისუფლების სცენარს უწოდებენ

0
320

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ბოგველის ინიციატივას, ხელისუფლების სცენარს უწოდებენ.

როგორც “ნიუ პოსტთან” საუბრისას ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტიის სურვილი იყო, გამოჩენილიყო ვინმე “ქველმოქმედი”, ვინც გირაოს გადაიხდიდა.

“ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლების სასურველი სცენარი იქნებოდა გამოჩენილიყო ვინმე „ქველმოქმედი“, ვინც ნიკა მელიას გირაოს გადაიხდიდა” – აღნიშნავს უდუმაშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც თუ ვინმე ამას მართლა შეეცდება, გირაოს თანხის შეტანა ვერ მოხდება, რადგან იურიდიულად არც გირაოს ოდენობაა განსაზღვრული და მელიას პატიმრობაც არაა მასზე მიბმული.

“პრაქტიკაულად შეუძლებელია გირაოს გადახდა, ვინაიდან გადახდის განჩინება ანულირებულია მას შემეგ, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და ნიკა მელია დააპატიმრა.

ასევე, გაურკვეველია რა რაოდენობის გირაოზეა საუაბრი, რადგან არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც გირაოს თანხას განსაზღვრავს.

თუ გირაოზე ჩამოყალიბდება ხელისუფლება, ეს სასამართლომ უნდა განსაზღვროს ახალი განჩინებით და კვლავ გამოიტანოს გირაოს შესახებ გადაწყვეტილება” – განმარტავს უდუმაშვილი.

წინა სტატიახობისწყალში 50 000 მთის კალმახის ლიფსიტის გაშვება იგეგმება
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა – რღვევა ოცნებაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური