ბათუმში ხმაურია – საკრებულოს სხდომაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ

0
280

ბათუმის მერიის შენობაში ხმაურია. მოქალაქეები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, სადაც მათ შესვლის საშუალებას არ აძლევენ. 

სააგენტო ბათუმელების კორესპონდენტის თქმით, მოქალაქეები სხდომაზე მხოლოდ 2 ან 3 ადამიანის შეშვებას ითხოვდნენ, თუმცა აქტივისტებს სხდომაზე არ ასწრებენ. 

“არ გვიშვებენ საჯარო სხდომაზე, შემდეგ გვითხრეს საჯარო არააო, მერე ადგილები არ არისო. ჩვენ ვცადეთ შესვლა, მაგრამ ხედავთ რამდენი პოლიციელია მობილიზებული. როცა ერთი მოქალაქეც არ დაასწრეს, ახლა უკვე ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს არის ზემოდან წამოსული ბრძანების ნოტარიულად დამოწმება”. – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი. 

ბათუმელების ცნობით, დღეს ბათუმში საკრებულოს სხდომა იმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საკრებულომ უნდა განიხილოს სასტუმრო ლე მერიდიანის მფლობელი კომპანიისთვის, ბათუმი თაუერისთვის ბულვარის გასწვრივ, ლე მერიდიანის შენობის პირდაპირ 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი.

ბათუმში მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ესაა საჯარო სივრცის მისაკუთრება, ამიტომაც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასწრების სურვილით მერიის შენობასთან მოქალაქეების ჯგუფი მივიდა, თუმცა ისინი სხდომაზე არ შეუშვეს იმ მიზეზით, რომ მათ საშვი არ ჰქონდათ.

წინა სტატიაცენტრ პოინტის საქმეზე მსრჯავდებულმა რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა
შემდეგი სტატიახობისწყალში 50 000 მთის კალმახის ლიფსიტის გაშვება იგეგმება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური