ვადამდელი არჩევნები არ იქნება – ირაკლი ღარიბაშვილი

0
323

ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მთელმა მსოფლიომ აღიარა.

„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. ეუთო/ოდირის დასკვნები. მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

წინა სტატიაომსკში გარდაიცვალა მოწამვლის შემდეგ ნავალნის მიმღები კლინიკის კიდევ ერთი ექიმი
შემდეგი სტატიაშეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, ვიღაც მოგვიწოდებდეს, რომ კრიმინალი სააკაშვილი რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებებში- ღარიბაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური